Accessibility links

logo-print

მედვედევი არ გამორიცხავს, რომ პუტინის შემდეგ ისევ შეეცდება პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებას


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი არ გამორიცხავს, რომ ისევ წამოაყენებს თავის კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ისევ გახდება ვლადიმირ პუტინი. მედვედევმა ოთხშაბათს, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, მეორე ვადით არ ეყარა კენჭი წლევანდელი მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე, იყო „პოლიტიკური მიზანშეწონილობის“ საკითხი. მაგრამ, დასძინა მედვედევმა, ის სულ 46 წლისაა და უარს ამბობს „მომავალი პოლიტიკური ბრძოლების“ გამორიცხვაზე. რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს მორიგი ვადით აქვს წამოყენებული თავისი კანდიდატურა. სავარაუდო გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტობის ექვსწლიანი ვადის მოხდის შემდეგ, მას 2018 წელსაც ექნება საკუთარი კანდიდატურის წამოყენების უფლება. სტუდენტებთან შეხვედრაზე მედვედევს დაუსვეს შეკითხვა პატიმრობაში მყოფი ყოფილი ოლიგარქის, მიხაილ ხოდორკოვსკის შესახებაც, რის საპასუხოდაც მედვედევმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პატივი უნდა სცეს სასამართლოს ვერდიქტს.
XS
SM
MD
LG