Accessibility links

logo-print

გაეროში რუსეთი სირიისთვის იარაღის მიწოდების გამო მწვავედ გააკრიტიკეს


24 იანვარს გაეროს უშიშროების საბჭოში ახლო აღმოსავლეთსა და პალესტინელთა ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ გამართულ შეხვედრაზე ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმა მწვავედ გააკრიტიკეს რუსეთი სირიისთვის შეიარაღების მიწოდების გამო.
ჩვენ გვაშფოთებს ახლახან გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ სირიის მთავრობას აწოდებენ იარაღსა და ტყვია-წამალს...


გაეროში აშშ-ის ელჩმა, სიუზან რაისმა, ყველა ქვეყანას მოუწოდა შეწყვიტონ დამასკისთვის იარაღის მიყიდვა. თავის გამოსვლაში მას კონკრეტულად რუსეთი არ უხსენებია, თუმცა ახლახან შეშფოთებით ისაუბრა მოსკოვის მიერ სირიისთვის ტყვიების მიყიდვის შესახებ. სირიაში 10 თვის განმავლობაში მიმდინარე პროდემოკრატიული საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში 5,000-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული.

„ჩვენ გვაშფოთებს ახლახან გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ სირიის მთავრობას აწოდებენ იარაღსა და ტყვია-წამალს. მიმწოდებელ ქვეყნებს მოვუწოდებთ, საკუთარი ნებით შეწყვიტონ რეჟიმისთვის იარაღის გაგზავნა და ყველა სახელმწიფოს მივმართავთ შეუერთდნენ მზარდ ინიციატივას, რომელიც ასადის რეჟიმისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებას ითვალისწინებს“, - განაცხადა სიუზან რაისმა.

რაისმა საერთაშორისო თანამეგობრობას ასევე მოუწოდა გაერთიანდნენ, რათა სირიაში დასრულდეს სისხლისღვრა და გადადგეს პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი. რაისის თქმით, უშიშროების საბჭოს დააგვიანდა სირიის საკითხზე მკაცრი რეზოლუციის მიღება.

ბრიტანეთის ელჩმა მარკ ლაიალ გრანტმა განაცხადა, „აშკარაზე აშკარაა, რომ ამ მღელვარე და ძალადობრივი გარემოსთვის იარაღის მიწოდება უპასუხისმგებლო ნაბიჯია, რომელიც მხოლოდ სისხლისღვრის გაძლიერებას მოიტანსო“ - და გაიხსენა მედიით გავრცელებული ინტერვიუ, რომელშიც რუსეთის ოფიციალური პირი ამბობს, რომ მოსკოვის მხრიდან დამასკთან იარაღით ვაჭრობა გავლენას არ ახდენს ვითარებაზე სირიაში.

ამერიკელი და ბრიტანელი კოლეგების მსგავსი განცხადებით გამოვიდა საფრანგეთის ელჩი, ჟერარ აროც. „მიუღებელია, რომ გარკვეული ქვეყნები - მათ შორის ისინი, ვინც ამ საბჭოშიც არიან - სირიის მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობის განხორციელების საშუალებების მიწოდებას განაგრძობენო“, განაცხადა მან.
საქმე გვაქვს რუსეთის უგულებელყოფასთან უშიშროების საბჭოში. ისინი კრიზისის ესკალაციის თავიდან არიდებას უნდა ცდილობდნენ - ამის ნაცვლად კი მეტი შეარაღების გაგზავნით ვითარებას კიდევ უფრო ძაბავენ...


რუსეთმა სირიის შესახებ ახლახან შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელსაც უშიშროების საბჭოს წევრები სუსტად მიიჩნევენ. პროექტი არ შეიცავს იარაღზე ემბარგოს დაწესების მოწოდებას და არც საბჭოს წევრების უთანხმოების საკითხზე - სანქციების შესახებ ფორმულირებაზე - ამბობს რაიმეს.
უშიშროების საბჭოში მიმდინარე პროცესების პარალელურად, რუსეთს მწვავედ აკრიტიკებენ უფლებადამცველებიც. „ჰიუმან რაიტს უოჩის“ გაეროსთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ფილიმ ბოლოპიონმა „უაღრესად შემაშფოთებელი“ უწოდა შაბათ-კვირას გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც 500 000 ამერიკული დოლარის მოცულობის იარაღით ვაჭრობას ითვალისწინებს:

„მე ვიტყოდი, რომ ამ საკითხთან მიმართებით რუსეთის როლი განსაკუთრებით შემაშფოთებელია. რუსეთი ხელმძღვანელობდა ბოლო კვირებში განვითარებულ პროცესს, რომელიც, რეალურად, წარმოადგენდა სუსტი რეზოლუციის შემუშავების გულგრილ მცდელობას. პარალელურად, რუსეთი განაგრძობს სირიისთვის იარაღის მიყიდვას და მიწოდებას - რაც, რეალურად, სირიის ხალხის შეურაცხყოფაა, ვინაიდან ისინი ამ შეიარაღების მიმღებ მხარეს დგანან. ამასთან, საქმე გვაქვს რუსეთის უგულებელყოფასთან უშიშროების საბჭოში. ისინი კრიზისის ესკალაციის თავიდან არიდებას უნდა ცდილობდნენ - ამის ნაცვლად კი მეტი შეარაღების გაგზავნით ვითარებას კიდევ უფრო ძაბავენ.“
XS
SM
MD
LG