Accessibility links

logo-print

ყაზახეთში პოლიციელებს გაასამართლებენ


ყაზახეთში პოლიციის სამ თანამშრომელს გაასამართლებენ გასული წლის დეკემბერში ქალაქ ჟანაოზენში მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო. იმ დროს შეტაკებისას სულ ცოტა 16 ადამიანი დაიღუპა. ყაზახეთის გენერალური პროკურორის აშკატ დაულბაევის განცხადებით, არეულობის ხელშეწყობისთვის ბრალს წაუყენებენ სამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომელიც 23 იანვარს დააკავეს. ეუთოს წარმომადგენელმა პრესის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩმა დაგმო ოპოზიციონერების დაპატიმრება. საერთაშორისო ორგანიზაციები ”ჰიუმან რაიტს უოჩი” და ”ფრიდომ ჰაუსი” აცხადებენ, რომ ყაზახეთის ხელისუფლება ჟანაოზენში არეულობის გამოძიებას ოპოზიციის დევნისთვის იყენებენ.
XS
SM
MD
LG