Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მერიამ და ოპოზიციამ შეათანხმეს აქციის პირობები


მოსკოვის მერიამ და ოპოზიციის აქტივისტებმა მოილაპარაკეს 4 თებერვალს დაგეგმილი მსვლელობის - ”სამართლიანი არჩევნებისთვის” მარშრუტზე. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა ”მემარცხენე ფრონტის” კოორდინატორმა სერგეი უდალცოვმა ოთხშაბათს ღამით განაცხადა, რომ შეთანხმების ამსახველი დოკუმენტები აქციის ორგკომიტეტის წევრებს უნდა გადასცემოდათ. უფრო დეტალურად მომავალი აქციის შესახებ აქტივისტები დღეს ”სახაროვის ცენტრში” დაგეგმილ სხდომაზე ილაპარაკებენ. მოსკოვის ვიცე-მერმა ალექსანდრ გორბენკომ ”ეხო მოსკვის” დაუდასტურა აქციის შესახებ შეთანხმების მიღწევის ფაქტი. მონაწილეთა დასაშვები რაოდენობა 50 ათასი ადამიანია.
XS
SM
MD
LG