Accessibility links

logo-print

ერაყში აფეთქებებს 13 ადამიანი შეეწირა


გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე 13 ადამიანი შეეწირა ერაყში მომხდარ ორ აფეთქებას. პოლიციის ინფორმაციით, სავარაუდოდ ექსტრემისტებმა მოაწყვეს აფეთქება სახლში, რომელიც ბაღდადის სამხრეთით მდებარეობს და ორ პოლიციელს და მათ ოჯახებს ეკუთვნოდა. დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები. თავდასხმა მუსაიაბში მოხდა - ძირითადად შიიტებით დასახლებულ ქალაქში, რომელიც რელიგიურად შერეულ რეგიონში მდებარეობს. კიდევ სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა ქალაქ კირკუკში, სადაც მოტოციკლეტზე დამონაჟებული ბომბი აფეთქდა. ძალადობის ტალღის ფონია ერაყიდან დეკემბერში აშშ-ის სამხედროების გასვლა.
XS
SM
MD
LG