Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმადინეჟადი: ევროკავშირის სანქციები უშედეგოა, მაგრამ ირანი მოლაპარაკებისთვის მზად არის


ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი, „უშედეგოს“ უწოდებს ევროკავშირის მიერ შემოღებულ ახალ სანქციებს, რომელთა სამიზნეს ბლოკში ირანის ნავთობის ექსპორტი წარმოადგენს. ვრცელდება აჰმადინეჟადის მიერ სამხრეთ-აღმოსავლეთის ქალაქ რაფსანჯანში ნათქვამი სიტყვები - რომ ირანელი ერი ყოველთვის ახერხებდა ამგვარი დაბრკოლებების გადალახვას. ევროკავშირმა ორშაბათს მიიღო ირანის ნავთობზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება. ემბარგო დაემატება აშშ-ის მიერ ახლახან შემუშავებულ სანქციებს, რომელთა მიზანია ირანზე ზეწოლის მოხდენა, რათა მან შეაჩეროს ბირთვული სამუშაოები. დასავლეთი შიშობს, რომ ირანი ამ პროგრამის ფარგლებში ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობს. ხუთშაბათის გამოსვლაში აჰმადინეჟადმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა მზად არის განაახლოს მოლაპარაკება თავისი ატომური პროგრამის შესახებ. მოლაპარაკება, რომელიც ერთი მხრივ ირანს, მეორე მხრივ კი რუსეთს, ჩინეთს, აშშ-ს, ბრიტანეთს, საფრანგეთს და გერმანიას შორის მიმდინარეობს, ერთი წელია შეწყვეტილია.
XS
SM
MD
LG