Accessibility links

logo-print

დაღესტანში გატაცებულმა პირმა გამტაცებელი მოკლა


რუსეთში, დაღესტნის რესპუბლიკაში პოლიცია იძიებს ინციდენტს, რომელშიც, როგორც სჩანს, გატაცების მსხვერპლმა პირმა ერთ-ერთი გამტაცებლის მოკვლა და გაქცევა შესძლო. მსხვერპლი - ქალაქ დერბენტის მცხოვრები - ორ კაცს ყავდა დაკავებული, ერთ-ერთი სპორტული დაწესებულების სარდაფში. გამტაცებლები მისი გათავისუფლების სანაცვლოდ გამოსასყიდს მოითხოვდნენ. ერთ-ერთმა გამტაცებელმა სარდაფი დროებით დატოვა, გატაცებულმა კი ამ დროს შესძლო ცეცხლსასროლი იარაღის აღება და მეორე გამტაცებელი ექვსი ტყვიის გასროლით მოკლა. პოლიცია გადარჩენილ გამტაცებელს ეძებს.
XS
SM
MD
LG