Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი უკანონო მიგრაციის მიმართ სიმკაცრეს უჭერს მხარს


რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, უცხოელებს, რომლებიც დაარღვევენ რუსეთის შრომის კოდექსსა და მიგრაციის კანონებს, ქვეყანაში შესვლის უფლება არ უნდა მიეცეთ. პუტინი ამ განცხადებით მოსკოვში, მიგრაციის ფედერალური სამსახურის საბჭოს წინაშე გამოვიდა. მისი თქმით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთის კანონების დარღვევა დაუმტკიცდებათ, რუსეთში შესვლა 10 წლამდე ვადით უნდა აეკრძალოთ. პუტინმა, რომელიც კამპანიას ატარებს 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების მიზნით, განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მიგრანტებს სათანადო დოკუმენტაციის გარეშე დაიქირავებენ, უკანონო საცხოვრებლებს აამუშავებენ ან ყალბ დოკუმენტებს გასცემენ, ჯარიმის ნაცვლად თავისუფლების აღკვეთა უნდა დაემუქროთ. ამასთან, პუტინი აცხადებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან რუსეთს კვლავაც უვიზო რეჟიმი ექნება, რადგან მოსკოვს ამ ქვეყნებთან მეგობრული კავშირების შენარჩუნება სურს. რუსეთში ყოველ წელს მილიონობით მირანტი ჩადის, ძირითადად შუა აზიის რესპუბლიკებიდან.
XS
SM
MD
LG