Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ათინათმა“ ანძის გაძარცვის გამო მაუწყებლობა ნაწილობრივ შეწყვიტა


წუხელ რადიო „ათინათის“ სამაუწყებლო ანძა გაძარცვეს. ზუგდიდის სოფელ ურთას მთაზე განთავსებული ანძიდან მოპარულია ელექტროსადენები, რამაც რადიოს მაუწყებლობა ნაწილობრივ შეზღუდა.

„რადიოს მოსმენა შესაძლებელია მხოლოდ ზუგდიდის ცენტრში და ისიც დაბალი ხარისხით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ათინათის“ მთავარმა პროდიუსერმა გურამ როგავამ. მისი ინფორმაციით, სამაუწყებლო ანძის გაძარცვის ფაქტზე უკვე შეატყობინეს შესაბამის ორგანოებს და დეტალებს გამოძიება დაადგენს. გურამ როგავას თქმით, რადიოს ხელმძღვანელობამ არ იცის, როდის განახლდება სრულფასოვანი მაუწყებლობა.
რადიო „ათინათი“ ერთადერთი რეგიონალური რადიომაუწყებელია, რომელიც მთლიანად ფარავს დასავლეთ საქართველოს, ასევე აფხაზეთის ტერიტორიას...


„ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკურ ჯგუფთან კონსულტაციები. რადიოს მოსმენა დროებით შესაძლებელია ინტერნეტში, რადიოს ბლოგზე www.radio-atinati.blogspot.com, სადაც ასევე განთავსდება გადაცემების ჩანაწერები. რადიო „ათინათი“ ერთადერთი რეგიონალური რადიომაუწყებელია, რომელიც მთლიანად ფარავს დასავლეთ საქართველოს, ასევე აფხაზეთის ტერიტორიას“, - თქვა გურამ როგავამ.

რადიო „ათინათის“ სამაუწყებლო ანძა რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც, 2008 წელს, რუსი სამხედროების მიერ იქნა გაძარცული, თუმცა მაშინ „ათინათმა“ მაუწყებლობა უმოკლეს დროში აღადგინა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური დახმარებით.
XS
SM
MD
LG