Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობების თანახმად, სირიაში მოკლეს 34 სამოქალაქო პირი


უფლებადამცველების ინფორმაციით, სირიაში უშიშროების ძალებმა მოკლეს 34 სამოქალაქო პირი, მათ შორის 10 ბავშვი ქვეყნის რამდენიმე რეგიონში ხუთშაბათს მომხდარი შეტაკებების შედეგად. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია ”სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის” მონაცემებით, მსხვერპლის შესახებ იუწყებიან, უწინარეს ყოვლისა, ქალაქ ჰომსიდან, რომელიც ანტისამთავრობო გამოსვლების ეპიცენტრად ითვლება.უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, შეტაკებების დროს დაიღუპნენ სირიის არმიის რვა ჯარისკაცი და შვიდი დეზერტირი. ამ მონაცემებს ვერ ამოწმებენ დამოუკიდებელი წყაროები შეზღუდვების გამო, რომლებიც ჟურნალისტებს დაუწესა სირიის მმართველმა რეჟიმმა. ამ ქვეყანაში გასული წლის მარტში დაიწყო არეულობა, რომლის მსხვერპლთა რიცხვიც, გაეროს მონაცემებით, ამასობაში 5400-ს აჭარბებს.
XS
SM
MD
LG