Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადში აფეთქებამ 30-მდე ადამიანი შეიწირა


ერაყიდან გავრცელებული ცნობებით,სულ ცოტა, 28 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაიჭრა ბაღდადში, სავარაუდოდ, დანაღმული ავტომანქანით მოწყობილი აფეთქების შედეგად. საინფორმაციო სააგენტო ფრანს პრესის ცნობით, აფეთქება მიმართული იყო ბაღდადშივე გუშინ მოწყობილი აფეთქების დროს დაღუპულთა დასაფლავებაზე მისულების წინააღმდეგ. გუშინდელი აფეთქების შედეგად დაიღუპა უძრავი ქონებით მოვაჭრე კომპანიის თანამშრომელი, მეუღლესთან და შვილთან ერთად. ერაყში მეამბოხეები გააქტიურებული არიან მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ეს ქვეყანა დატოვა შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტმა.
XS
SM
MD
LG