Accessibility links

აშშ-მა წარმოადგინა თავდაცვის ახალი სტრატეგია შეკვეცილი ბიუჯეტით


შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაგეგმილია 2022 წლამდე თავდაცვის ბიუჯეტის 500 მილიარდი დოლარით შემცირება. საამისოდ გათვალისწინებულ ზომებს შორის სახელდება სახმელეთო ჯარების და საზღვაო ქვეითების შემადგენლობის დაყვანა მაჩვენებლებამდე, რომლებიც ოდნავ აღემატება შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებამდე არსებულ მაჩვენებლებს. თავდაცვის მინისტრმა, ლიონ პანეტამ ხუთშაბათს ვაშინგტონში უთხრა ჟურნალისტებს, რომ მთავრობა კონგრესს მიმართავს თხოვნით, 2013 წლისთვის პენტაგონს გამოუყოს 525 მილიარდი დოლარი, რაც წლევანდელ ბიუჯეტზე ექვსი მილიარდი დოლარით ნაკლებია. პანეტამ აღნიშნა ასევე, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ კიბერუსაფრთხოებას და გაიზრდება იმ ტიპის სპცეოპერაციების რიცხვი, რომლის შედეგადაც შარშან იქნა ლიკვიდირებული ალ-ყაიდის ლიდერი, ოსამა ბინ ლადენი.
XS
SM
MD
LG