Accessibility links

logo-print

"ქართული ოცნების" მხარდამჭერმა, ეკატერინე ლემონჯავამ მთავარ პროკურორს მიმართა


საზოგადოებრივი მოძრაობის "ქართული ოცნების" მხარდამჭერ ეკატერინე ლემონჯავას, რომელიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე როკ-კლუბს ხელმძღვანელობს, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი თანამშრომლობას აიძულებს - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს თავად ეკატერინე ლემონჯავამ და ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა. მისი ინფორმაციით, ლემონჯავა იძულებით წაიყვანეს როკკლუბთან მდებარე პოლიციის განყოფილებაში და თანამშრომლობას მუქარითა და შეურაცხყოფით აიძულებდნენ. ეკატერინე ლემონჯავას განცხადებით, მისგან მოითხოვდნენ, რომ ქვეყნის ინტერესების გამო, გარკვეულ ადამიანებზე ინფორმაცია მიეწოდებინა უშიშროების სამსახურისთვის და მეტსახელი ”როკერაც” კი შეურჩიეს. ეკატერინე ლემონჯავამ აღნიშნა, რომ წერილობით უკვე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას. ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ადვოკატის შალვა თადუმაძის განმარტებით, მომხდარი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც საქმე უნდა აღიძრას.
XS
SM
MD
LG