Accessibility links

logo-print

მსოფლიოში აღნიშნავენ ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს


დღეს აღინიშნება ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღე. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2005 წელს განსაზღვრა ჰოლოკოსტის ხსოვნის დღედ 27 იანვარი, რადგან 1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკი ოსვენციმში. წლევანდელი ღონისძიებების თემაა „ბავშვები და ჰოლოკოსტი“. ისტორიკოსების შეფასებით, ევროპაში ჰოლოკოსტის მსხვერპლ ექვს მილიონ ებრაელს შორის 1,5 მილიონი ბავშვი იყო.
XS
SM
MD
LG