Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთში სამი მეამბოხე მოკლეს


რუსეთის უშიშროების ჯარების განცხადებით, ინგუშეთში მოკლეს სამი ექსტრემისტი, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს შექმნის მომხრე მეამბოხეთა ჯგუფის ადგილობრივი ლიდერი, ჯამალიელ მუტალიევი. ინციდენტი, რომლის დროსაც ექსტრემისტები დაიღუპნენ, პარასკევს დილით მოხდა სოფელ ეკაჟევოში. რუსი ოფიციალური პირების ცნობით, სამივე მოკლული იყო აკრძალულ ჯგუფ „კავკასიის საამიროს“ წევრი. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს ჩეჩენი დოკუ უმაროვი, რომელმაც პასუხისმგებლობა იკისრა ერთი წლის წინ, მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში მოწყობილ აფეთქებაზე.
XS
SM
MD
LG