Accessibility links

logo-print

ბაღდადში აფეთქებამ 30-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


ერაყიდან გავრცელებული ცნობებით, სულ ცოტა, 31 ადამიანი დაიღუპა და 60-მდე დაიჭრა ბაღდადში, თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ დანაღმული ავტომანქანით მოწყობილი აფეთქების შედეგად. აფეთქება მოეწყო, უმეტესწილად, შიიტებით დასახლებულ უბანში, სადაც ხალხი დაკრძალვის ცერემონიაზე იყო შეკრებილი. აფეთქების შედეგად დაიწვა, ან დაზიანდა რამდენიმე მაღაზია, ბინა და ავტომანქანა. საინფორმაციო სააგენტო ფრანს პრესის ცნობით, პოლიცია აცხადებს, რომ აფეთქებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ შეიარაღებულმა პირებმა სროლა დაიწყეს ბლოკ-პოსტთან იმავე შიიტურ უბანში და მოკლეს ორი პოლიციელი.
XS
SM
MD
LG