Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ კავკასიაში 13 ადამიანი დაიღუპა


რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ჩრდილოეთ კავკასიაში ინციდენტების შედეგად მოკლულია, სულ ცოტა, რვა ექსტრემისტი, ოთხი სამხედრო მოსამსახურე და ერთი სამოქალაქო პირი. როგორც იუწყებიან, ინგუშეთში მოკლეს სამი ექსტრემისტი, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს შექმნის მომხრე მეამბოხეთა ჯგუფის ადგილობრივი ლიდერი. ასევე პარასკევს ოთხი რუსი ჯარისკაცი და, სულ ცოტა, ხუთი ექსტრემისტი დაიღუპენენ მეზობელ დაღესტანში. ყაბარდო-ბალყარეთში კი ნიღბიანი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ სკოლაში და მოკლეს ერთი მამაკაცი. ჩრდილოეთ კავკასიაში თითქმის ყოველ დღე ხდება ძალადობის აქტები, რომლებზე პასუხისმგებლობასაც აკისრებენ სეპარატისტ მეამბოხეებსა და კრიმინალურ ბანდებს.
XS
SM
MD
LG