Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი საკმარისად არ მიიჩნევს პუტინისადმი მედვედევის მხარდაჭერას


რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის, სტანისლავ გოვორუხინის შეფასებით, პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი საკმარის მხარდაჭერას არ უწევს პუტინს. გოვორუხინმა გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პუტინისადმი მედვედევის მხარდაჭერა უფრო აქტიური უნდა იყოს 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მედვედევმა 2011 წლის სექტემბერში გამოაცხადა, რომ მეორე ვადით არ წამოაყენებს თავის კანდიდატურას მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე და, ამის ნაცვლად, მხარდაჭერას უცხადებს პუტინს. ამ უკანასკნელს უკვე ორი ვადით, 2000-დან 2008 წლამდე ეკავა პრეზიდენტის პოსტი.
XS
SM
MD
LG