Accessibility links

logo-print

ქართული ღვინის ექსპორტი 2011 წელს 37.7%–ით გაიზარდა


„საქსტატის" მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტი 2011 წელს 37.7%–ით გაიზარდა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ექსპორტის საერთო ღირებულებამ შეადგინა 54.1 მილიონი ამერიკული დოლარი. საქმე ეხება ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ანუ მას შემდეგ, რაც 2006 წელს რუსეთმა ემბარგო დააწესა ქართული ღვინის იმპორტზე. თუმცა, ექსპორტი კვლავ ჩამორჩება ემბარგოს დაწესებამდე არსებულ მაჩვენებელს: 2005 წელს ექსპორტირებული ღვინის საერთო ღირებულება 81 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევდა. "საქსტატის" მონაცემებით, 2011 წელს ექსორტირებული ღვინის მოცულობამ 16.9 მილიონ ლიტრს მიაღწია. წინა წელს ეს მაჩვენებელი 12.1 მილიონ ლიტრს შეადგენდა.
XS
SM
MD
LG