Accessibility links

logo-print

იავლინსკის უარი უთხრეს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრაზე


რუსეთის საარჩევნო კომისიამ გრიგორი იავლინსკის კანდიდატურის ოფიციალური დისკვალიფიკაცია მოახდინა 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. იავლინსკი ლიბერალური, ოპოზიციური პარტია „იაბლოკოს“ ლიდერი და პრემირ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსია. მარტის არჩევნებით პუტინს მესამე ვადით სურს პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნება. გადაწყვეტილების გამოცხადებისას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თქვა, რომ იმ ხელმოწერათა 20 პროცენტი, რომლებიც იავლინსკიმ სარეგისტრაციოდ შეაგროვა, ბათილია. „იაბლოკო“ აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. იავლინსკის ნათქვამი აქვს, რომ მთავრობა მისი კანდიდატურის არჩევნებზე არდაშვებას ცდილობს, რადგან არ სურს ნამდვილი საარჩევნო კონკურენციის ხილვა. საარჩევნო კომისიამ რეგისტრირებაზე ასევე უარი განუცხადა ირკუტსკის გუბერნატორს, დმიტრი მეზენცევს.
XS
SM
MD
LG