Accessibility links

logo-print

სარკოზი: საფრანგეთის სამხედროები განაახლებენ სამხედრო ოპერაციებს ავღანეთში


საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის განცხადებით, საფრანგეთი განაახლებს სამხედრო საწვრთნელ მისიას, რომელსაც ის ავღანეთში ახორციელებდა. სარკოზი ამ განცხადებით პარიზში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოვიდა, ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, საფრანგეთის სამხედროები ავღანეთიდან 2013 წლის ბოლოსთვის დაბრუნდებიან. პრეზიდენტების შეხვედრის ფონია ავღანეთში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევა - როცა ავღანელმა ჯარისკაცმა ოთხი ფრანგი სამხედრო მოკლა. ამ შემთხვევის შემდეგ საკროზი აცხადებდა, საფრანგეთმა ავღანეთიდან სამხედროები შესაძლოა ვადაზე ადრე გაიყვანოსო. კარზაი ევროპის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ხუთშაბათს ის იტალიაში ჩავიდა და პრემიერ-მინისტრ მარიო მონტისთან გამართა შეხვედრა. ხუთშაბათსვე გერმანიის პარლამენტმა დაამტკიცა გადაწყვეტილება ავღანეთში გერმანიის სამხედროებისთვის მსახურების ვადის კიდევ ერთი წლით გაგრძელების შესახებ. თუმცა, პარლამენტის გადაწყვეტილებით, გერმანია თავისი კონტინგენტის რაოდენობას შეამცირებს - ამჟამინდელი 5,350-დან მათი რიცხვი 1 თებერვლიდან 4,900 გახდება.
XS
SM
MD
LG