Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი ავღანეთიდან ჯარს 2014 წელს გაიყვანს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა დაადასტურა, რომ მისი ქვეყნის ჯარი ავღანეთს დატოვებს, როგორც ეს დადგეგმილი იყო, 2014 წელს. ლონდობის მახლობლად, ავღანეთის პრეზიდენტთან, ჰამიდ კარზაისთან შეხვედრისას, კამერონმა განაცხადა, რომ ჯარის გაყვანის შემდეგ ბრიტანეთი აპირებს ქაბულთან ხანგძლივ პარტნიორობას. ბრიტანეთს ავღანეთში ცხრანახევარი ათასი სამხედრო ჰყავს.
კარზაის და კამერონის შეხვედრა მოჰყვა ავღანეთის პრეზიდენტის საფრანგეთის პრეზიდენტთან, ნიკოლა სარკოზისთნ მოლაპარაკებას, რომლის დროსაც სარკოზიმ განაცხადა, რომ საფრანგეთი ავღანეთიდან თავის ჯარს 2013 წელს გაიყვანს და არა 2014 წლისთვის, როგორც აშშ-ს სურს.
XS
SM
MD
LG