Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში შიმშილობა დაასრულა თითქმის ყველა პატიმარმა


ყირგიზეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, საპატიმროებში მძიმე პირობების გამო შიმშილობის მონაწილე თითქმის ყველა პატიმარმა დაასრულა შიმშილობა. მათ, საპროტესტო აქციის მონაწილეებს, 1200-ს პატიმარს პირი ჰქონდა ამოკერილი. როგორც ყირგიზეთის ომბუცსმენმა, ტურსუნბეკ აკუნმა განაცხადა, მას მერე, რაც ისინი დაარწმუნეს, რომ შეწყდება ზედამხედველების მხრიდან მათ მიმართ უდიერი მომპყრობა, პატიმრებმა შიმშილობა დაასრულეს. სახალხო დამცველის თქმით, შიმშილობა და გაფიცვა გრძელდება მხოლოდ ერთ საპატიმროში, ქალთა ერთადერთ საპატიმროში ყირგიზეთში, სპეტნოეში, სადაც 250 ქალი ამბობს უარს მიიღოს საკვები პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG