Accessibility links

logo-print

„კოსტა კონკორდიას“ კიდევ ერთი მგზავრის გვამს მიაგნე


იტალიის სანაპიროსთან ჩაძირულ ხომალდ „კოსტა კონკორდიაზე“ დღეს კიდევ ერთ მსხვერპლს მიაკვლიეს მყვინთავებმა, რომლებმაც დაღუპული ქალის გვამი გემის მე-6 სართულის წყლით სავსე ნაწილში აღმოაჩინეს. „კოსტა კონკორდია“ 13 იანვარს ჩაიძირა. ავარიის შედეგად სულ 17 მგზავრი დაიღუპა. 15 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ხომალდზე ოთხი ათასზე მეტი მგზავრი იყო. ავარია გამოიწვია გემის შეტაკებამ წყალქვეშა კლდესთან.
XS
SM
MD
LG