Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის მეამბოხეებმა შვიდი ირანელი დააკავეს


სირიელი მეამბოხეების თანახმად, მათ დაკავებული ჰყავთ შვიდი ირანელი. სირიის "თავისუფალ არმიად" წოდებუბლი ოპოზიციული გაერთანების მეთაურის, მალეკ ალ კურდის თქმით, მათ ირანელები დააკავეს ქალაქ ჰომსში. მისივე თქმით, ხუთი მათგანი ირანის რევოლუციური გვარდიის სამხედრო ექსპერტია. ალ კურდს არ უთქვამს, რას უპირებენ ირანელებს, ხომ არ ფიქრობენ, ისინი დაკავებული მეამბოხეების თაობაზე მორიგების საქმეში გამოიყენონ. ირანმა განაცხადა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები, თერთმეტი მიმლოცველი დააკავეს სირიაში. სირია და ირანი მოკავშირეები არიან. სირიიდანვე იუწყებიან, რომ შვიდი ჯარისკაცი იქნა მოკლული ჩასაფრებული პირების მიერ. ჯარიკაცები ავტობუსით მგზავრობდნენ დამასკისკენ. ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, თავდასხმა მოაწყო „ტერორისტთა ჯგუფმა“. სირიელი აქტივისტები აცხადებენ, რომ უშიშროების ძალებმა თერთმეტი ადამიანი დახოცეს.
XS
SM
MD
LG