Accessibility links

logo-print

აზარენკომ დაამარცხა შარაპოვა და მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა


მელბურნში გაიმართა ჩოგბურთში ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ფინალი ქალთა შორის. ბელორუსმა ვიქტორია აზარენკომ იოლად დაამარცხა რუსი სპორტსმენი მარია შარაპოვა (6:3, 6:0) და პირველად მოიპოვა "გრენდ სლემის" ტურნირის გამარჯვებულის წოდება. ჩემპიონის ტიტულთან ერთად, აზარენკო ასევე პირველად ჩაუდგა სათავეში ქალთა რეიტინგ-ლისტს და ახლა მსოფლიოს პირველი ჩოგანია. აშშ-ში მცხოვრებ აზარენკოს გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელმაც ჩოგბურთელი ორდენით დააჯილდოვა და მას "ერის სიამაყე" უწოდა.
XS
SM
MD
LG