Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში გემგზავრნენ ატომური სააგენტოს წარმომადგენლები


დღეს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს წარმომადგენელთა ჯგუფი გაემგზავრა ირანში. ამ ქვეყნის ხელისუფლებთან შეხვედრებში, სამი დღის განმავლობაში, ისინი იმსჯელებენ საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთების გამო ირანის ბირთვულ პროგრამათან დაკავშირებით. ინსპექტორების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ჰერმან ნეკერტსმა თეირანში გაფრენამდე განაცხადა, რომ ირანთან დიალოგის დაწყება უფრო ადრე იყო საჭირო. ირანის ხელისუფლება მზად არის ითანამშრომლოს სააგენტოსთან, მაგრამ აცხადებს, რომ არ აპირებს შეწყვიტოს ურანის გამდიდრება. ამის გამო ეჭვობენ აშშ და სხვა ქვეყნები, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ესწრაფვის. ორივე მხარე, დაძაბულობის და ბოლო ხანს ირანისთვის დაწესებული სანქციების მიუხედავად, აცხადებს მზადყოფნას, განახლდეს მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG