Accessibility links

logo-print

არაბთა ლიგამ სირიაში სამეთვალყურეო მისია შეაჩერა


არაბულ სახლმწიფოთა ლიგამ შეაჩერა თავისი მეთვალყურეების მუშაობა სირიაში. მიზეზად დაასახელებს სირიაში ძალადობის გაძლიერება ბოლო დღეებში. გადაწყვეტილების შესახებ შაბათს კაიროში გამოაცხადა ლიგის გენერალური მდივნის მოადგილემ აჰმედ ბენ ჰელიმ. მისი თქმით, ასამდე მეთვალყურემ შეწყვიტა მუშაობა, დაბრუნდა დამასკში სასტუმროში და დაელოდება მომავალ მითითებებს. ბოლო რამდენიმე დღეში უშიშროების ძალებსა და ალ-ასადის მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებებისას დაიხოცა 80 ადამიანი.
XS
SM
MD
LG