Accessibility links

თბილისში გამართული აქციის მონაწილეებს ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ


თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით გაიმართა აქცია, რომლის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ დააკავა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ამ აქციის დროს დაკავებულ სამ პირს ფულადი ჯარიმა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ილია წურწუმიას 400 ლარი, ზაზა სვანაძეს – 500 ლარი, მიხეილ მუმლაძეს კი 400 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. დაკავებულებს ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევ) და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორების თქმით, გამოსვლა სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 6 წლისთავს ეძღვნებოდა. როგორც მოძრაობა “რატომ”-ის წარმომადგენელმა მერაბ ჭიქაშვილმა განაცხადა, “6 წელი გავიდა სანდრო გირგვლიანის სასტიკი მკვლელობიდან და 6 წლის შემდეგაც, არც ერთი დამნაშავე დღემდე დასჯილი არ არის”.
XS
SM
MD
LG