Accessibility links

logo-print

რუსეთმა არაბთა ლიგა გააკრიტიკა მეთვალყურთა მისიის შეჩერების გამო


რუსეთმა გააკრიტიკა არაბთა ლიგა იმის გამო, რომ შეაჩერეს ლიგის მეთვალყურთა ასკაციანი ჯგუფის მუშაობა სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობის გ;აგრძელების ფონზე. რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო მისიის შეჩერება, როცა ლიგამ ახლა გაუგრძელა მას ერთი თვით მუშაობის ვადა. ლიგამ, რომელმაც შაბათს შეაჩერა სამეთვალყურეთა საქმაიანობა, გამოაცხადა რომ ამ ნაბიჯის მიზანია მეტ საერთაშოროს ზეწოლას მიაღწიოს გაეროს უშიშროების საბჭოზე, რომელშიც განსახილველად შეტანილია რეზოლუცია სირიის შესახებ. მის თანახმად, პრეზიდენტი ალ ასადი უნდა გადადგეს და გარდამავალ მთავრობას დაუთმოს ასპარეზი. ამ გეგმას რუსეთი ეწინააღმდეგება, აცხადებს რა, რომ ძალადობაში თანაბრად არიან ჩართული ასადის მომხრე და მოწინააღმდეგე ძალები.
XS
SM
MD
LG