Accessibility links

logo-print

აშშ-ში სამკურნალოდ ჩავიდა იემენის პრეზიდენტი


იემენის პრეზიდენტი, ალი აბდალა სალეჰი ჩავიდა შაბათს აშშ-ში, რათა შარშან თავდასხმის დროს მიყენებული ჭრილობების მკურნალობა ჩაიტაროს. იუწყებიან, რომ 69 წლის სალეჰი აშშ-ი დიდხანს არ გაჩერდება. ის აშშ-ში ჩავიდა ომანიდან, სადაც იმყოფება მას მერე, რაც იემენის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომ სალეჰს იმუნიტეტი იცავს. ეს კანონი იყო მისი მთავარი მოთხოვნა, რომლის სანაცვლოდ სალეჰი მზად იყო გადამდგარიყო თანამდებობიდან, რომელიც მას 33 წელიწადი ეკავა. ანტისამთავრობო გამოსვლების დროს იემენში არაერთი ადამიანი დაიხოცა. აშშ გააკრიტიკეს სალეჰისთვის ვიზის მიცემის გამო.
XS
SM
MD
LG