Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის სუნიტური ბლოკი პარლამენტის ბლოკადას ასრულებს


საერო პოლიტიკური ბლოკი, რომელმაც ერაყის საპარლამენტო არჩევნებში, 2010 წლის მარტის არჩევნები მოიგო, დაასრულებს პარლამენტის ბოიკოტს, რომელიც მან დაიწყო დეკემბრის შუაში. ამის შესახებ ბლოკ „ირაყიას“ წარმომადგენელმა ალ-დამლუჯიმ განაცხადა. მისი თქმით, ბლოკი დაუბრუნდება პარლამენტის სხდომებს. პარლამენტის წევრის, ალ-დურის თქმით, გადაწყვეტილება არ ეხება კაბინეტის სხდომების ბოიკოტს. დაპირისპირება შიიტებსა და სუნიტებს შორის ერაყის ხელისუფლებაში გამწვავდა, როცა სუნიტი ვიცე-პრეზიდენის , თარეკ ალ-ჰაშემის დაპატიმრების ორდერი გასცეს, ვითომ მისი ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირის გამო. ჰამემიმ უარყო ბრალდება და ქურთისტანის რეგიონს შეაფარა თავი.
XS
SM
MD
LG