Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირას დამასკის მახლობლად შეტაკებები გამძაფრდა


ათასობით სირიელი ჯარისკაცი განათავსეს დამასკის მახლობლად არეალში, რომელსაც ახლახან დაეპატრონენ ოპოზიციის მხარეს გადასული, არმიიდან წასული დეზერტირები. აქტივისტების თანახმად, ორი ათასამდე სამხედრო და 50 ტანკი განთავსდა ღუტას არეალში, დამასკის აღმოსავლეთში.
ამავე ცნობით, რომელიც არ დაუდასტურებია დამოუკიდებელ წყაროს, სულ, სირიაში, კვირას, 66 ადამიანი, მათ შორის 26 სამოქალაქო პირი დახოცეს. დაღუპულთა შორის არიან 26 ჯარისკაცი, ხუთი უშიშროების სამსახურის წევრი და ცხრა დეზერტირი.
XS
SM
MD
LG