Accessibility links

logo-print

ირანელ პროგრამისტს სასიკვდილო განაჩენი აღუდგინეს


ირანის მედიამ დაადასტურა, რომ ირანელ კაცს, რომელიც კანადაში ცხოვრობდა, აღუდგინეს სასიკვდილო განაჩენი; ის დამნაშავედ სცნეს პორნოგრაფიული საინტერნეტო საიტის შექმნაში. საიდ მალექფურისთვის გამოტანილი განაჩენი, ირანის უზენაესმა სასამართლომ შარშან გააუქმა. განაჩენის აღდგენის თაობაზე განმარტება არ გაუვრცელებიათ. ბრალდებულის მომხრეების თანახმად, მალექფურმა შექმნა საკომპიუტერო პროგრამა, რომელიც ინტერნეტში ფოტოების ატვირთვისთვის გამოიყენებოდა. პორნოგრაფიული საიტებისთვის მისი პროგრამა მის უკითხავად მოიხმარეს. მალექფური კანადაში ცხოვრობდა 2004 წლიდან. ის ირანში დაკავეს, როცა 2008 წელს მომაკვდავი მამის მოსანახულებლად ჩავიდა.
XS
SM
MD
LG