Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იორდანიის მეფე პალესტინელთა დამოუკიდებელ სახელმწიფოს მხარს უჭერს


იორდანიის მეფემ აბდულა მეორემ კვირას ჰამასის პოლიტბიუროს თავმჯდომარეს, ხალედ მეშაალს, რომელიც სტუმრადაა იორდანიაში, განუცხადა, რომ იორდანია აგრძელებს მხარი დაუჭიროს პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას 1967 წლის საზღვრებში, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმი იქნება. ეს ჰამასის ლიდერის პირველი ვიზიტი იყო იორდანიაში ბოლო 12 წელიწადში. 1999 წელს, მეშალი და პალესტინელთა რადიკალური ჯგუფის ოთხი სხვა წევრი იორდანიიდან გააძევეს აშშ-ის და ისრაელის ზეწოლის შედეგად. მეშალს ახლდა კატარის ტახტის მემკვიდრე ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანი. კატარი შუამავლობს ჰამასსა და იორდანიას შორის.
XS
SM
MD
LG