Accessibility links

logo-print

მოსკოვში „ავტოდემონსტრაცია„ გაიმართა


მოსკოვში დღეს სადოვოე კოლცოზე გაიმართა თითქმის ორსაათიანი ავტორბოლა, დემონსტრაცია. მისი რბოლის მონაწილეები მხარს უჭერენ სამოქალაქო აქციას სახელწოდებით, „სამართლიანი არჩევნებისთვის 4 თებერვალს“. ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, რბოლაში მონაწილეობდა სამი ათასამდე მანქანა, პოლიცია სამასზე ლაპარაკობს. აქციის სიმბოლოდ იქცა თეთრი ბაფთა ან თეთრი ფერის ნებისმიერი საგანი, არჩევნების სისუფთავის ნიშნად. მანქანებზე იყო წარწერები, „მხარს ვუჭერთ სამართლიან არჩევნებს“, „რუსეთი პუტინის გარეშე“.
XS
SM
MD
LG