Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ელის ”სასწაულს” გაეროს ექსპერტებისგან


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალი აკბარ სალეჰიმ ოპტიმიზმი გამოთქვა ირანში გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ექსპერტების ვიზიტის მიმართ. ექსპერტთა ჯგუფი ირანში 31 იანვრამდე იმუშავებს და შეეცდება მიიღოს პასუხები კითხვებზე, რომლებიც ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ არსებობს. ნოემბერში გაეროს ბირთვულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ზოგიერთი ნაწილი მხოლოდ სამხედრო მიზნით შეიძლება იყოს გამოყენებული. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გაეროს ექსპერტებს შეუძლიათ ყველა ბირთვული ობიექტი მოინახულონ და რომ ის არ ელის ”სასწაულს” ამ ვიზიტისგან.
XS
SM
MD
LG