Accessibility links

logo-print

ინდოეთი არ აპირებს უარის თქმას ირანის ნავთობზე


ინდოეთი არ აპირებს ირანიდან ნავთობის იმპორტის შემცირებას. ამის შესახებ ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა და ხაზი გაუსვა ირანის ნავთობის მნიშვნელობას მისი ქვეყნისთვის. ინდოეთში მოხმარებული ნავთობის 12% ირანიდან არის იმპროტირებული. ვაშინგტონი მოუწოდებს აზიის ქვეყნებს შეამცირონ ირანის ნავთობის მოხმარება ირანზე ზეწოლის გასაძლიერებლად. აშშ და მისი მოკავშირეები ირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებენ, ირანი უარყოფს ბრალდებას. გასულ კვირაში ევროკავშირმა დაამტკიცა ემბარგო ირანის ნავთობზე და შეზღუდვები დაუწესა ირანის ცენტრალურ ბანკს.
XS
SM
MD
LG