Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10-მდე თვე დასჭირდება წყლიდან „კოსტა კონკორდიის“ ამოღებას


იტალიელი ოფიციალური პირების განცხადებით, 10-მდე თვე დასჭირდება სამგზავრო ლაინერ „კოსტა კონკორდიის“ წყლიდან ამოღებას იტალიის დასავლეთ სანაპიროსთან, სადაც მან კატასტროფა განიცადა 13 იანვარს. ცნობა, რომ სამუშაოები, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გასტანს, გავრცელდა მას შემდეგ, რაც ზღვის ღელვის გამო იძულებული იყვნენ, შეეჩერებინათ გემიდან 1,8 მლნ ლიტრი საწვავის ამოტუმბვა. შეჩერებულია "კოსტა კონკორდიის" ავარიის შემდეგ ჯერ კიდევ დაკარგულად მიჩნეულ პირთა ძებნაც. ბოლო ინფორმაციით, ნაპოვნია 17 დაღუპულის გვამები და დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი.
XS
SM
MD
LG