Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბული გეგმავს პირდაპირ მოლაპარაკებას თალიბანთან


ავღანეთის ხელისუფლება აპირებს თალიბ ექსტრემისტებთან პირდაპირი მოლაპარაკების გამართვას. ქაბულში ოფიციალურ პირმა, რომლის ვინაობაც საჯაროდ არ მჟღავნდება, დაადასტურა, რომ საუდის არაბეთში ჩატარდება შეხვედრა ავღანეთის ხელისუფლებისა და თალიბანის ზოგი, სამშვიდობო მოლაპარაკების მხარდამჭერი ფრაქციის წარმომადგენლების მონაწილეობით. ავღანეთის პრეზიდენტის ოფისი და საგაერო უწყება არ ადასტურებენ ცნობებს ასეთ შეხვედრაზე, მაგრამ ავღანეთის უმაღლესი სამშვიდობო საბჭოს წევრმა, ისმაილ ყასიმიარმა ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ძალიან ოპტიმისტურად“ აფასებს თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკების პერსპექტივას.
XS
SM
MD
LG