Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი შესაძლოა, არ მიემხროს ევროკავშირის „ფისკალური წნეხის“ გეგმას


პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გააკრიტიკა ევროკავშირის ახალი გეგმა სახელწოდებით „ფისკალური წნეხი“ და განაცხადა, რომ მას მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის სამიტზე, რომელიც დღეს იწყება ბრიუსელში. ფისკალური წნეხი შემუშავდა ევროკავშირში ამჟამინდელი საფინანსო კრიზისის საპასუხოდ და მიზნად ისახავს წევრ ქვეყნებში ფისკალური დისციპლინის გაუმჯობესებას, ფისკალური ზომების უკეთ გაკონტროლებასა და სანქციების ავტომატურად დაწესებას. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში, სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ „ფისკალური წნეხის“ შესახებ შეთანხმების პროექტით, გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა თანაბრად არ არის განაწილებული და საჭიროა, მეტი უფლება მიენიჭოთ ევროკავშირის წევრებს, რომლებიც არ შედიან ევროზონაში. პოლონეთი არ არის ევროზონის წევრი, მაგრამ ადრე ნათქვამი აქვს, რომ შესაძლოა, მხარი დაუჭიროს ფისკალური წნეხის პროგრამას. დღევანდელ სამიტზე იმსჯელებენ საბიუჯეტო რეფორმებზე, რომლებიც დააზუსტებს ევროზონაში შემავალი ქვეყნების ბიუჯეტებთან დაკავშირებულ წესებს.
XS
SM
MD
LG