Accessibility links

logo-print

სოხუმში დაადასტურეს მღვდელმონაზვნის, იონას დაპატიმრების ფაქტი


ოკუპირებულ აფხაზეთში ქართველი მღვდელმონაზვნის იონას დაპატიმრების ფაქტი დაადასტურა დღეს აფხაზური ეკლესიის დე-ფაქტო მეთაურმა ბესარიონ აპლიამ. მან სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” აცნობა, რომ დაკავების მიზეზად მოუწესრიგებელი დოკუმენტები იქცა. ამასთან, ბესარიონ აპლიამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მღვდელმონაზონ იონას გათავისუფლების სანაცვლოდ აფხაზეთში გამოსასყიდს მოითხოვენ. მღვდელმონაზონი იონა, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში მსახურობს, აფხაზეთში გასულ კვირაში გაემგზავრა. მისი დაკავების ფაქტი განიხილება ქალაქ გალში, სადაც ხვალ გაიმართება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს იმედი გამოთქვეს, რომ გალის შეხვედრისას ყველა დეტალი გაირკვევა და დაკავებულ მღვდელმონაზონს გაათავისუფლებენ.
XS
SM
MD
LG