Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრისას ორი ქვეყნის ურთიერთობები განიხილება


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და ბარაკ ობამას დღევანდელი შეხვედრისას განიხილება ორი ქვეყნის ურთიერთობის ყველა ასპექტი, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერება. თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტები ისაუბრებენ უსაფრთხოებისა და დემოკრატიული რეფორმების განვითარების საკითხებზე, რეგიონში არსებულ ვითარებასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ჯალაღანიამ აღნიშნა, რომ წელს საქართველოსა და აშშ-ში დაგეგმილია არჩევნები, ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობიდან კი 20 წელი შესრულდა. ”ყველა ეს ფაქტორი მიუთითებს, რომ პრეზიდენტების შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, წარმოადგენს თუ არა პრეზიდენტების სააკაშვილისა და ობამას შეხვედრის მთავარ თემას ირანი, ჯალაღანიამ უპასუხა, რომ წინასწარ საუბარი სპეკულაციისა და ინტერპრეტაციის მცდელობა იქნებოდა.
XS
SM
MD
LG