Accessibility links

ცენტრალურ ევროპაში ყინვამ ათობით ადამიანი შეიწირა


საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დიდთოვლობამ და ყინვამ ბოლო დღეებში ათობით ადამიანი შეიწირა აღმოსავლეთ ევროპაში. უკრაინის საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს ცნობით, 18 ადამიანი გარდაიცვალა ჰიპოთერმიის (სხეულის ტემპერატურის დაცემის0 შედეგად, მედიკოსების დახმარების თხოვნით მიმართა 500-ზე მეტმა პირმა. პოლონეთში ყინვამ შაბათ-კვირას, სულ ცოტა, 10 ადამიანი იმსხვერპლა, ზოგ ადგილას ამ ქვეყანაში მინუს 25 გრადუსი იზომებოდა. დაბალ ტემპერატურას მსხვერპლი მოჰყვა ჩეხეთის რესპუბლიკასა და ბალტიის ქვეყნებშიც. ლატვიის მედიის ცნობით, ამ ქვეყანაში სამი ადამიანი გაიყინა. გარდაცვლილთა უმეტესობა უსახლკაროები იყვნენ. სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ტემპერატურის კიდევ უფრო დაწევას მოელიან.
XS
SM
MD
LG