Accessibility links

სირიის დედაქალაქთან მესამე დღეა, შეტაკებები გრძელდება


დამასკის გარეუბნებში მესამე დღეა, გრძელდება შეტაკებები, რომლებიც, როგორც ჩანს, სულ უფრო უახლოვდება სირიის დექალაქის ცენტრს. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგე აქტივისტების ცნობით, დამასკის აღმოსავლეთით ჯარისკაცებმა მოკლეს ცხრა და დააპატიმრეს 45 ადგილობრივი მოსახლე. კვირას ამ რაიონებში განთავსებულ იქნა 2000-მდე ჯარისკაცი ტანკებთან ერთად, რის შემდეგაც, ცნობებიც თანახმად, სამთავრობო ძალებმა დაიბრუნეს უბნები, რომლებსაც დეზერტირთა შენაერთები აკონტროლებდნენ. თვითმხილველების ცნობით, ორშაბათს დილით დამასკის ცენტრალურ მოედნებზე განთავსდნენ უშიშროების ძალები. ამასობაში, სირიის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ „ტერორისტებმა“ ააფეთქეს ცენტრალური სირიის ხმელთაშუა ზღვასთან დამაკავშირებელი გაზსადენი.
XS
SM
MD
LG