Accessibility links

logo-print

ბრიუსელში დაიწყო ევროკავშირის სამიტი


ევროკავშირის ლიდრები ბრიუსელში შეიკრიბნენ 2012 წლის პირველ სამიტზე. შეხვედრის თემაა ევროკავშირის საფინანსო პრობლემები. ბლოკის წევრი 27 ქვეყნის ლიდერები მიზნად ისახავენ შეთანხმებას საბიუჯეტო რეფორმებზე, რომლებიც ცნობილია „ფისკალური წნეხის“ სახელწოდებით. რეფორმები მიზნად ისახავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ფისკალური დისციპლინის გაუმჯობესებას, ფისკალური ზომების უკეთ გაკონტროლებასა და სანქციების ავტომატურად დაწესებას. სამიტზე ასევე იმსჯელებენ ვალების მქონე ქვეყნების დასახმარებელ ფონდზე, ისევე როგორც ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობის გზებზე. სამიტის ფონს ქმნის უთანხმოება იმის შესახებ, თუ რა ზომებს უნდა მიმართონ გაკოტრებისაგან საბერძნეთის გადასარჩენად. გერმანია გამოდის წინადადებით, რომ საბერძნეთის ბიუჯეტი ევროკავშირმა გააკონტროლოს, რაზეც ათენი უარს ამბობს.
XS
SM
MD
LG