Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ სირიის მთავრობა დათანხმდა ოპოზიციასთან მოლაპარაკებას


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სირიის მთავრობა დათანხმდა მონაწილეობას არაოფიციალურ მოლაპარაკებაში, რომელიც რუსეთის ინიციატივით, მოსკოვში უნდა ჩატარდეს სირიის მმართველი რეჟიმისა და სირიელი ოპოზიციონერების მონაწილეობით. თუმცა, საინფორმაციო სააგენტო როიტერსის ცნობით, სირიის ოპოზიციური საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენელმა უკვე უარყო მონაწილეობა რუსეთის მიერ ორგანიზებულ ნებისმიერ მოლაპარაკებაში. მოსკოვი მიჩნეულია სირიის მმართველი რეჟიმის ტრადიციულ მოკავშირედ. იუწყებიან აგრეთვე, რომ საფრანგეთისა და ბრიტანეთის განცხადებით, მათი საგარეო საქმეთა მინისტრები სამშაბათს გაეროში იქნებიან, სირიის საკითხში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მხარდამჭერი სიტყვით გამოსასვლელად. რუსეთმა, რომელიც უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებით სარგებლობს, ხელი შეუშალა დასავლეთის წინა მცდელობებს, მიღებულიყო რეზოლუცია, რომელიც სანქციებით დაემუქრებოდა სირიის მმართველ რეჟიმს, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG