Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთს სურს გაერომ სირიის შესახებ მიიღოს რეზოლუცია


დასავლეთის ქვეყნებს სურთ გაერომ ახალი რეზოლუცია მიიღოს სირიის შესახებ, იმ ფონზე, როცა დამასკის შემოგარენთან მესამე დღეა გრძელდება ბრძოლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ თავად ჩავა გაეროში, რათა სირიის ხალხს, რომელსაც ქვეყნის მომავალი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გარეშე სურს, მხარდაჭერის მესიჯი გაუგზავნოს. საფრანგეთმა და ბრიტანეთმა ასევე განაცხადეს, რომ ნიუ-იორკში თავიანთ საგარეო საქმეთა მინისტრებს მიავლენენ, რათა მათ მხარი დაუჭირონ უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც ევროპისა და არაბული ქვეყნების მიერ შემუშავდა და სირიაში ხელისუფლების გადაცემის მოწოდებით გამოდის. რუსეთი ეწინააღმდეგება უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ნებისმიერ პროექტს, რომელიც ალ-ასადს გადადგომისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG