Accessibility links

ობამა და სააკაშვილი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრნენ


ვაშინგტონში, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტებმა ჟურნალისტების წინაშე გააკეთეს განცხადებები. ბარაკ ობამამ თქვა, რომ შესაძლოა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დაიდოს ხელშეკრულება, და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თეთრი სახლი მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. მიხეილ სააკაშვილმა კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრით კმაყოფილია, რომ ამ შეხვედრით ის მიიღო, რაც სურდა, და ბარაკ ობამას მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობისთვის - მათ შორის საქარველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული დახმარებისთვის.
XS
SM
MD
LG