Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამიტმა სტაბილურობის მექანიზმი მიიღო


ბრიუსელში ჩატარებულმა ევროკავშირის სამიტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც ევროზონის ეკონომიკური ვითარების გამყარებისკენ არის მიმართული. სამიტის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ხელშეკრულება სტაბილურობის ევროპული მექანიზმის მიღების შესახებ და შეთანხმება ევროზონაში სტაბილურობისა და კონვერგენციის შესახებ რომელიც მომავალში ევროპის ხელშეკრულებას დაემატება. დასკვნით პრეს-კონფერენციაზე ევროსაბჭოს მეთაურმა ჰერმან ვან რუმპემ განაცხადა, რომ ხელშეკრულებას ხელს ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 25 მოაწერს. დიდმა ბრიტანეთმა ჯერ კიდევ დეკემბერში თქვა უარი საბიუჯეტო პაქტში მონაწილეობაზე. ახლა კი ჩეხეთმა თქვა უარი საპარლამენტო პროცედურასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
XS
SM
MD
LG